ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ტრამპი რესპუბლიკელი სენატორის, მკკონელის კრიტიკას განაგრძობს


პრეზიდენტ ტრამპისა და სენატის რესპუბლიკელთა ლიდერის მიჩ მკკონელის უთანხმოება მწვავდება.

ბოლო 24 საათის განმავლობაში პრეზიდენტმა დღეს უკვე მეორედ დაადანაშაულა პარტიის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ფიგურა იმაში, რომ მან სენატში ჯანდაცვის კანონპროექტის დამტკიცებას ხელი არ შეუწყო. „ტვიტერზე“ გუშინ გამოქვეყნებულ განცხადებაშიც ტრამპი კანონმდებლის მიერ გაკეთებულ კომენტარს გამოეხმაურა, სადაც ის ამბობდა, რომ პრეზიდენტს პოლიტიკური გამოცდილება არ ჰყოფნის და ამიტომ განსხვავებული მოლოდინები აქვს, არ იცის რომ დემოკრატიული პროცესის ფარგლებში ცვლილებები ასე სწრაფად არ მიიღწევა.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG