ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ტრამპი მედიას აკრიტიკებს


შეერთებული შტატების პრეზიდენტი დონალდ ტრამპი ამერიკულ მედიას აკრიტიკებს. დღეს სოციალურ ქსელ ტვიტერში პრეზიდენტმა მედია და რესპუბლიკელი სენატორი ლინდსი გრემი მისი კომენტარების არასწორი ინტერპრეტაციისთვის გააკრიტიკა. საუბარია პრეზიდენტის მიერ ვირჯინიის შტატის ქალაქ შარლოტსვილში გასულ უქმეებზე მომხდარი ძალადობისას გაკეთებულ კომენტარებზე.

თავდაპირველად ტრამპმა ძალადობაში „ბევრი მხარე“ დაადანაშაულა, ორშაბათს კი ნეო-ნაცისტების და კუ კლუქს კლანის ქმედებები დაგმო. სამშაბათს პრეზიდენტი კვლავ დაუბრუნდა პირველად შეფასებას.

შარლოტსვილში საპროტესტო აქციაზე ავტომობილი შეიჭრა, რომელმაც 32 წლის ჰედერ ჰაიერი იმსხვერპლა. შეჯახებისას 19 ადამიანი დაშავდა.

მომხდარზე პრეზიდენტის რეაგირებამ ცნობილი რესპუბლიკელების და დემოკრატების მხრიდან მკაცრი შეფასებები გამოიწვია, მათ შორის იყო რესპუბლიკელი სენატორი ლინდსი გრემი.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG