ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

სენატორი კორკერი: თეთრი სახლი რადიკალურ ცვლილებებს საჭიროებს


გავლენიანი ამერიკელი რესპუბლიკელი სენატორი ბობ კორკერი თეთრ სახლში "რადიკალური ცვლილებების" გატარებისკენ მოუწოდებს, აცხადებს რა, რომ პრეზიდენტ დონალდ ტრამპს "ჯერ კიდევ არ მოუხდენია არც სტაბილურობის და არც კომპეტენციის დემონსტრირება იმისთვის, რომ წარმატებული იყოს."

კორკერმა შარლოტსვილში შაბათს მომხდარ მოვლენებზე ისაუბრა. მან აქვე პრეზიდენტის ხმამაღალი რიტორიკა გააკრიტიკა ჩრდილოეთ კორეის მიმართ.

ტენესის შტატში გამართული შეხვედრისას, კორკერმა თქვა, რომ ამ ეტაპზე თეთრი სახლი რადიკალურ ცვლილებებს საჭიროებს. მისი თქმით, პრეზიდენტმა კონფლიქტის გაღვივების ნაცვლად, ხიდები უნდა აშენოს.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG