ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ნიუ-იორკში ტრამპის კომპანიას პირველი ბრალი წაუყენეს


“ასოშიეიტედ პრესს” საქმეში ჩახედულმა ორმა პირმა უთხრა, რომ ნიუ-იორკში მიმდინარე გამოძიების ფარგლებში, რომელიც ყოფილ პრეზიდენტ დონალდ ტრამპის ბიზნეს საქმიანობას ეხება, დონალდ ტრამპის კომპანიას და მის ხანგრძლივ სტაჟიან ფინანსურ ხელმძღვანელს ბრალი წაუყენეს.

ოთხშაბათისთვის, ტრამპის კომპანიისთვის და მთავარი ფინანსური ოფიცრის, ალენ ვაისელბერგის წაყენებული საბრალდებო ოქმი დალუქული იყო, მაგრამ სავარაუდოდ შეიცავდა ბრალდებებს საგადასახადო დარღვევებზე, რომელიც კომპანიის მიერ უმაღლესი მენეჯმენტისთვის პრივილეგიების მიცემას ეხება. ამ პრივილეგიებში სავარაუდოდ შედიოდა ბინების, ავტომობილების გამოყენება და სწავლის საფასურის გადახდა.

წყაროებს მიმდინარე გამოძიებიებაზე საუბრის ნებართვა არ ჰქონდათ და ეს ანონიმურად გააკეთეს. ხუთშაბათს მოსალოდნელი ბრალის წაყენების შესახებ ინფორმაცია პირველად “უოლ სტრიტ ჯორნალმა” გაავრცელა.

მოელოდნენ, რომ კომპანია და ვაისელბერგი სასამართლოში ხუთშაბათს გამოცხადდებოდნენ.

ვაისელბერგის და ტრამპის კომპანიის წინააღმდეგ კრიმინალური საქმეები პირველია, რომელიც მანჰეტენის საოლქო პროკურორის, დემოკრატ საირუს ვენსის ორწლიან გამოძიებას მოჰყვა. ეს პროკურორი თანამდებობას წლის ბოლოს დატოვებს.

ვაისელბერგის ადვოკატმა და მანჰეტენის პროკურატურამ კომენტარის გაკეთებაზე უარი განაცხადეს.

Facebook Forum

ტვიტერი

XS
SM
MD
LG