ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ტრამპი წინასაარჩევნოდ ბაიდენს კორუფციის ბრალდებას უყენებს


საპრეზიდენტო არჩევნებში წინ, გამოკითხვებში არასასურველი შედეგების კვალდაკვალ პრეზიდენტი ტრამპი ცდილობს, რომ დემოკრატი ოპონენტის, ჯო ბაიდენის წინააღმდეგ, ცოტა ხნის წინ გასაჯარებული ელექტრონული მიმოწერა გამოიყენოს, რომელიც დაუდასტურებელი ინფორმაციით, ბაიდენის შვილს ეკუთვნის.

პრეზიდენტი ცდილობს ეს გახდეს, ე.წ. „ოქტომბრის სურპრიზი“ - მოვლენა წინასაარჩევნოდ, რომელიც დიდ გავლენას იქონიებს ამომრჩეველზე. დაუდასტურებელი ელექრონულ წერილები, ტრამპის პირადმა ადვოკატმა, რუდი ჯულიანიმ მოიპოვა. ჰანთერ ბაიდენი უკრაინული კომპანია, "ბურისმას" საბჭოში იკავებდა ადგილს, მაშინ, როცა მისი მამა ვიცე-პრეზიდენტის თანამდებობას იკავებდა და უკრაინა-შეერთებული შტატების ურთიერთობებზე მუშაობდა.

2014 წლის დაუდასტურებელ იმეილში, ვადიმ პოჟარსკი, "ბურისმას" მრჩეველი მადლობას უხდის ჰანთერ ბაიდენს ვიცე პრეზიდენტთან შეხვედრის ორგანიზებისთვის. ბაიდენიის ოპონენტები აცხადებენ, რომ ეს უტყუარი სამხილია, რომ ბაიდენის ოჯახმა ფინანსური სარგებელი მიიღო "ბურისმას" ხელშეწყობისთვის და ვიცე-პრეზიდენტმა ისინი პრივილეგირებულ პოზიციაში ჩააყენა.

ბაიდენი უარყოფს კორუფციის ბრალდებას და აცხადებს, რომ პოჟარსკისთან შეხვედერას ადგილი არ ქონია. ის ამბობს, რომ ტრამპის გუნდი ამ საკითხით ყურადღების გადატანას ცდილობს.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG