ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ტრამპი და ბაიდენი მერყევი ამომრჩევლების ხმების მოპოვებას ცდილობენ


კვირას, რესპუბლიკელი პრეზიდენტი დონალდ ტრამპი და მისი დემოკრატი მეტოქე, ყოფილი ვიცე-პრეზიდენტი ჯო ბაიდენი, 3 ნოემბრის ეროვნული არჩევნების წინ ცდილობდნენ საკუთარი ამომრჩევლების გააქტიურებას და ჯერ კიდევ შემორჩენილი, მერყევი ამომრჩევლის თავის სასარგებლოდ დარწმუნებას.

ტრამპი ამომრჩეველს ჩრდილო-აღმოსავლეთის პატარა შტატებში,ნიუ-ჰემპშირში და მეინში ხვდებოდა. ამ შტატებიდან ამომრჩეველთა მცირე რიცხვი, შესაძლოა თანაბარი შედეგების შემთხვევაში გადამწყვეტი აღმოჩნდეს. 538 წევრიან ამომრჩეველთა კოლეგიის 270 ხმა, გამარჯვებას უზრუნველყოფს, რადგან შედეგი ინდივიდუალურ შტატებში გამარჯვებით განისაზღვრება და არა ეროვნული საყოველთაო ხმის მიცემით.

2016 წელს ტრამპმა ნიუ-ჰემპშირში წააგო და შტატის 4 საარჩევნო ხმა დემოკრატმა ჰილარი კლინტონმა მიიღო. ახლანდელი გამოკითხვებით, ტრამპი ამ შტატში ბაიდენს 11 პროცენტით ჩამორჩება.

კვირას, ბაიდენი კონცერტზე სიტყვით ვირტუალურად გამოვიდა. ტრამპი მხარდამჭერებთან ღია ცისქვეშ და ხშირად აეროპორტების ანგარებში დიდ შეხვედრებს აგრძელებდა. ბაიდენმა კი კორონავირუსის პანდემიის გამო კამპანიისთვის უფრო მოზომილი მიდგომა შეარჩია. ის მცირერიცხოვან შეკრებებზე ჩნდებოდა ან ხშირად, კვირის მსგავსად, კომპიუტერის მეშვეობით ერთვებოდა.

ვიცე-პრეზიდენტი მაიკ პენსი შეხვედრას ჩრდილოეთ კაროლინაში გეგმავდა. 2016 წელს ტრამპმა ამ შტატში მოიგო მაგრამ გამოკითხვების თანახმად, ამჯერად მცირე უპირატესობა ბაიდენს აქვს.

სენატორი ქამალა ჰარისი, ბაიდენის პარტნიორი, ასევე კრიტიკულად მნიშვნელოვან შტატში, მიჩიგანში იმყოფება. 2016 წელს ტრამპმა ამ ტრადიციულად დემოკრატების შტატში გაიმარჯვა და ვისკონსინში და პენსილვანიაში გამარჯვების დამატებით, პრეზიდენტი გახდა.

გამოკითხვებით თანახმად, დარჩენილია ამომრჩეველთა 5 პროცენტზე ნაკლები, ვისაც გადაწყვეტილი არ აქვს, ხმას ტრამპს მისცემს თუ ბაიდენს, ეს კი ორივე კამპანიისთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანს ხდის, აღმოაჩინოს თავისი მხარდამჭერები და მათ მიერ ხმის მიცემა უზრუნველყოს.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG