ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ნიუ-იორკში ტრამპის ბიზნესთან დაკავშირებით სისხლის სამართლის გამოძიება იწყება


ნიუ-იორკის გენერალური პროკურატურა აცხადებს, რომ ყოფილი პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის კომპანიასთან დაკავშირებით სისხლის სამართლის საქმე აღიძრა. ეს კიდევ ერთი სამართლებრივი გამოწვევაა ყოფილი პრეზიდენტისა და ბიზნესმენის და მისი ოჯახისთვის.

გენერალური პროკურორი ლატიშა ჯეიმსი იკვლევს მართებული ინფორმაცია მიაწოდა თუ არა "ტრამპის ორგანიზაციამ" სახელმწიფოს ქონების ღირებულების შესახებ იმ მიზნით, რომ სესხები დაეზღვია და ეკონომიკური და საგადასახადო კუთხით სარგებელი მიეღო.

პრეზიდენტის პოსტის დატოვებიდან 4 თვის შემდეგ, ტრამპის ბიზნეს-საქმიანობასთან დაკავშირებით, არაერთი სამართლებრივი შეკითხვა არსებობს. სისხლის სამართლის საქმეებიდან ეს უკვე მესამეა ყოფილი პრეზიდენტის წინააღმდეგ.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG