ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

სავჩენკო ბრალდებას უარყოფს


დანაშაულის დამტკიცების შემთხვევაში მას 25 წლიანი პატიმრობა ემუქრება. ბრალდების თანახმად მან სამხედრო ვერტმფრენიდან ორ ჟურნალისტს ცეცხლი გაუხსნა.

უკრაინელმა პილოტმა ნადია სავჩენკომ, რომელსაც რუსეთი ორი რუსი ჟურნალისტის მკვლელობაში სდებს ბრალს, რუსეთის პროკურატურის ბრალდებები ოფიციალურად უარყო.

“მე არასდროს მისროლია შეუიარაღებელი ხალხისთვის. მე ჯარისკაცი ვარ და არა მკვლელი. ეს ყველაფერი - თავიდან ბოლომდე ტყუილია,” თქვა სავჩენკომ გუშინ სასამართლო პროცესზე, სადაც შემინული საკნიდან ისაუბრა.

დანაშაულის დამტკიცების შემთხვევაში მას 25 წლიანი პატიმრობა ემუქრება. ბრალდების თანახმად მან შარშან აღმოსავლეთ უკრაინაში სამხედრო ვერტმფრენიდან ორ ჟურნალისტს ცეცხლი გაუხსნა.

ადვოკატის განცხადებით, არსებობს სატელეფონო ჩანაწერები რომლითაც დასტურდება, რომ ჟურნალისტების მკვლელობის დროს სავჩენკო აღმოსავლეთ უკრაინაში მეამბოხეებს ჰყავდათ დატყვევებული, შემდეგ კი ის რუსეთში გადაიყვანეს.

სავჩენკო რუსეთის აგრესიის წინააღმდეგ უკრაინის ბრძოლის სიმბოლოდ იქცა. მისი განთავისუფლებისკენ რუსეთს დღეს ამერიკის კონგრესმა მოუწოდა. დღეს წარმომადგენელთა პალატამ რეზოლუცია მიიღო. რეზოლუციის ავტორი სენდი ლევინია, მას კონგრესის 36 წევრი შეუერთდა. რეზოლუცია ასევე გმობს რუსეთის ფედერაციის მიერ სავჩენკოს დაპატიმრების ფაქტს და უკრაინელი ხალხისადმი სოლიდარობას გამოხატავს.

XS
SM
MD
LG