ვაშინგტონი —
"უკრაინის მთავრობა ხალხს უნდა ემსახუროს, და არ უნდა [ცდილობდეს] ძლიერთა გამდიდრებას, კორუფცია დაუჯერებლად მოდებულია, ეს რეალობაა"-თქვა ამერიკელმა ლიდერმა.
ამერიკის შეერთებული შტატების ვიცე პრეზიდენტმა ვაშინგტონში, ატლანტიკური საბჭოს ორ-დღიან, მაღალი რანგის კონფერენციას სიტყვით მიმართა. კონფერენციის სახელწოდება იყო "მთლიანი და თავისუფალი ევროპისკენ".
კონფერენციაზე, ამერიკელი კანონმდებლები, რამდენიმე სახელმწიფოს თავდაცვისა და საგარეო საქმეთა მინისტრები შეიკრიბნენ. მათ შორის იყო საქართველოს თავდაცვის მინისტრი ირაკლი ალასანია.
სამშაბათს, კონფერენციას სიტყვით მიმართა ამერიკის სახელმწიფო მდივანმა ჯონ კერიმ.
ვიცე-პრეზიდენტმა გამოსვლის უდიდესი ნაწილი უკრაინაში შექმნილ მდგომარეობას დაუთმო. მან კერძოდ თქვა, რომ რუსეთმა არა მხოლოდ უკრაინის სუვერენიტეტი დაარღვია, არამედ ფუნდამენტური პრინციპი, რომ ევროპის საზღვრები არ და ვერ შეიცვლება პოლიტიკური დაშინების და სამხედრო ძალის გამოყენების ხარჯზე. ბაიდენმა დასძინა, რომ [მსოფლიო] მტკიცედ უნდა მიუდგეს [რუსეთისადმი] საზღაურის დაწესების საკითხს.

ამერიკის ვიცე-პრეზიდენტმა, აქვე, გააკრიტიკა უკრაინაში არსებული კორუფცია, და თქვა, რომ ამ ქვეყნის ინსტიტუტები მოდერნიზებას საჭიროებს.