ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ევროპა და ენერგო მომარაგების ალტერნატიული წყაროები


ევროკავშირი იმედოვნებს, რომ ჩრდილოეთ ამერიკის შელფის გაზის საბადოები შესაძლოა ის ადგილი იყოს, რაშიც რუსეთის გაზზე დამოკიდებულებიდან გათავისუფლების გასაღები დევს.

შეერთებული შტატები დღეს მსოფლიოში ბუნებრივი გაზის უმსხვილესი მომპოვებელია და ევროპას სურს, რომ შეერთებულმა შტატებმა ატლანტის ოკეანის გაღმა გათხევადებული გაზის მიწოდება დაიწყოს.

ბრიუსელში გამართულ მოლაპარაკებაზე, რომელიც ევროკავშირსა და შეერთებულ შტატებს შორის თავისუფალი ვაჭრობის სავარაუდო ხელშეკრულებას შეეხებოდა, ამ საკითხს დიდი ყურადღება დაეთმო.

ევროკავშირის სავაჭრო საკითხების კომისარმა კარელ გუხტმა თქვა:
„ჩვენ, ევროპაში, ზედმეტად ვართ დამოკიდებული უცხო ქვეყნებზე ენერგიის მოწოდების საკითხებში, განსაკუთრებით რუსეთზე. არსებობს ამ პრობლემის მარტივი გადაწყვეტა? არა. ამ კითხვაზე პასუხი რომ გავცე, დიახ მე ვაპირებ შეერთებულ შტატებთან მოლაპარაკების გამართვას, რათა შელფის გაზის იმპორტი შევძლოთ.“

ანალიტიკოსები ბევრ პრობლემაზე მიანიშნებენ. ტრანსპორტირების ხარჯის გამო, გათხევადებულ გაზი, რუსულ გაზთან შედარებით უფრო ძვირია.

გაზის ექსპორტის იდეის ამერიკელი მოწინააღმდეგენი ამბობენ, რომ შელფის იაფი გაზის ექსპორტი არ უნდა მოხდეს, რადგან ის ამერიკულ წარმოებას კონკურენტუნარიანობის უპირატესობას აძლევს.

იან ბონდი, ევროპული რეფორმის ცენტრიდან ამბობს, რომ უკრაინაში რუსეთის ქმედება, ევროპისთვის მოულოდნელი იყო და როგორც ჩანს გააძლიერებს გაზის სხვაგან მოძიების ძალისხმევას.

„ასევე მოიძიებენ სხვა წყაროებს, როგორიცაა ყატარი და ალჟირი და ასევე გათხევადებული გაზის წყაროებს. შეიძლება ისეთი, სავარაუდოდ ხანგრძლივი, გზაც სცადონ, როგორიცაა გერმანელების დარწმუნება, რომ მათ საკუთარი ატომური ელექტროსადგურები კვლავ ჩართონ, რაც რუსულ გაზზე მოთხოვნას მკვეთრად შეამცირებს.“

გასულ წელს, საბერძნეთმა, აზერბაიჯანის გაზის საბადოებიდან ევროკავშირისკენ მილსადენის გაყვანის ხელშეკრულებას მოაწერა ხელი. ეს მილსადენი რუსული იმპორტის პირდაპირი ალტერნატივა იქნება. მაგრამ ეს ე.წ. „ტრანს-ადრიატიკის მილსადენი“ 2019 წლამდე ვერ ჩადგება მწყობრში.

ბონდი ამბობს, რომ სხვადასხვა ვარიანტების არსებობა ევროპას გარკვეულ ბერკეტებს აძლევს.

„რუსეთი, ევროპაში გაყიდული გაზიდან მიღებულ შემოსავალზე ძლიერ არის დამოკიდებული. სახელმწიფო ბიუჯეტის სულ ცოტა ნახევარი, ევროპაში გაყიდული ნახშირწყალბადებით ივსება. თუმცა, მართალია, რომ ზამთრის პერიოდში, „გაზპრომის“ გაკოტრებამდე ევროპა შეიძლება გაიყინოს, ზაფხულში ევროპას მეტი ბერკეტი გააჩნია.“

ბევრი ანალიტიკოსი აფრთხილებს, რომ გაზის ევროპელი მყიდველებისთვის, ფასი გადამწყვეტ ფაქტორად რჩება. რუსეთი კი, ჯერ-ჯერობით ყველაზე იაფ ენერგიას სთავაზობს, თუნდაც ევროპა მოსკოვის პოლიტიკას არ იზია
XS
SM
MD
LG