ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

აშშ-ის დაზვერვა მანჩესტერის ტერაქტზე მსჯელობს


აშშ-ის სადაზვერვო უწყებები ჯერ კიდევ ამოწმებენ დაჯგუფება "ისლამური სახელმწიფოს" შესაძლო კავშირს მანჩესტერში მომხდარ აფეთქებასთან. ამერიკის ადმინისტრაციის წარმომადგენელთა თქმით, ინგლისის ტერაქტი გვახსენებს, რომ დღევანდელ მსოფლიოში ტერორიზმის საფრთხე რეალურია და ის ოდნავადაც არ შემცირებულა.

"ისლამურ სახელმწიფოსა და მანჩესტერის ტერაქტს შორის კავშირს ჯერ კიდევ ვამოწმებთ," - თქვა აშშ-ის ეროვნული დაზვერვის დირექტორმა დენ ქოუთსმა სამშაბათს სენატში გამოსვლისას.

ისლამური სახელმწიფოს განცხადებაში ვკითხულობთ, რომ მანჩესტერში გამართული კონცერტისას ბომბი "სახალიფოს ერთ-ერთმა ჯარისკაცმა აამოქმედა." აშშ-ის დაზვერვის შეფი ქოუთსი კი ამბობს, რომ "ისლამური სახელმწიფო", ფაქტობრივად, ყველა ტერაქტს იჩემებს.

"ისლამურმა სახელმწიფომ მომხდარზე პასუხისმგებლობა დაუყოვნებლივ იკისრა. ვფიქრობ, საეჭვო არაფერია," თქვა დაზვერვის ცენტრალური სააგენტოსა და აშშ-ის თავდაცვის დეპარტამენტის ყოფილმა შეფმა, რობერტ გეიტსმა. მან ეს განცხადება ვაშინგტონში, "დემოკრატიათა დაცვის ფონდის" შეკრებაზე გააკეთა. გეიტსისავე თქმით, თავდასხმა უშუალოდ დაჯგუფება "ისლამურმა სახელმწიფომ" განახორციელა, თუ ამ ორგანიზაციის ქმედებებით იყო შთაგონებული, მეორეხარისხოვანია, რადგან ნაპერწკალის როლი სწორედ "ისლამურმა სახელმწიფომ" შეასრულა.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG