ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

კიევში სამი ევროპელი პრემიერ-მინისტრი გაემგზავრა


Firefighters work to put out a fire in a residential apartment building after it was hit by shelling in Kyiv
Firefighters work to put out a fire in a residential apartment building after it was hit by shelling in Kyiv

პოლონეთის, ჩეხეთისა და სლოვენიის პრემიერ-მინისტრები, კიევისკენ მატარებლით გაემგზავრნენ. ეს რუსეთის შეჭრის შემდეგ, უკრაინის დედაქალაქში უცხოელი ლიდერების პირველი ვიზიტია.

"ჩვენი მოვალეობაა ვიყოთ იქ, სადაც ისტორია იქმნება. იმიტომ, რომ ეს გვეხება არა ჩვენ, არამედ ჩვენი შვილების მომავალს, რომლებიც იმსახურებენ ტირანიისგან თავისუფალ სამყაროში ცხოვრებას", - განაცხადა პოლონეთის პრემიერ-მინისტრმა, მატეუშ მორავიეცკიმ.

ჩეხეთის პრემიერ-მინისტრის თქმით, კიევში ვიზიტის მიზანი, „უკრაინის სუვერენიტეტისა და დამოუკიდებლობის მიმართ, მთელი ევროკავშირის ცალსახა მხარდაჭერის დადასტურებაა.“

სამი პრემიერ-მინისტრი კიევში ჩადის მაშინ, როცა ქალაქი რუსული დაბომბვის ქვეშაა, მოსახლეობის ნახევარმა, ქალაქი დატოვა, დარჩენილები კი ღამის განმავლობაში თავს მეტროს მიწისქვეშა სადგურებს აფარებენ.

სამშაბათს გამთენიისას, კიევში ორი ძლიერი აფეთქება მოხდა და მაღალსართულიან კორპუსს, არტილერიის დარტყმის შედეგად ცეცხლი გაუჩნდა.

რუსეთის მცდელობის მიუხედავად, სრულად ჩაკეტოს კიევი, დედაქალაქის მთავარი სარკინიგზო და საავტომობილო გზები კვლავ ღიაა.

ზელენსკის ერთ-ერთი მრჩეველი, ოლექსეი არესტოვიჩი ფიქრობს, რომ ომი შესაძლოა მაისში, ან რამდენიმე კვირაშიც კი დასრულდეს.

„ან ძალიან მალე დაიდება სამშვიდობო შეთანხმება, ერთ-ორ კვირაში, ჯარების გაყვანით და ყველაფერთან ერთად. ან იქნება მცდელობა, რომ მეორე რაუნდისთვის რამდენიმე სირიელი გააერთიანონ და როცა მათაც გავანადგურებთ, შეთანხმება აპრილის შუა რიცხვებში, ან აპრილის დასასრულს იქნება. ვფიქრობ, არაუგვიანეს მაისის, მაისის დასაწყისში, ჩვენ უნდა გვქონდეს სამშვიდობო შეთანხმება, შესაძლოა ბევრად ადრეც, ვნახავთ“, - განაცხადა არესტოვიჩმა.

რუსეთმა ფართომასშტაბიანი ომი უკრაინაში 24 თებერვალს დაიწყო, მანამდე კრემლი ამტკიცებდა, რომ ომისთვის არ ემზადებოდა. კრემლში უკრაინაში მიმდინარე პროცესებს „სპეცოპერაციას“ უწოდებენ.

ამავე თემაზე

XS
SM
MD
LG