ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

მსოფლიოს უხუცესი მამაკაცი გარდაიცვალა


მსოფლიოში ყველაზე ხანდაზმული მამაკაცი, მასაზო ნომაკა კვირას, გამთენიისას, 113 წლის ასაკში საკუთარ სახლში, ძილში გარდაიცვალა.

"გუშინ თავს ჩვეულებრივ გრძნობდა და დღეს გარდაიცვალა, ჩუმად და უხმაუროდ", - თქვა მისმა შვილიშვილმა იუკომ.

ნომაკა 1905 წელს დაიბადა, რამდენიმე თვით იმაზე ადრე, ვიდრე ალბერტ ეინშტეინი ფარდობითობის თეორიას გამოაქვეყნებდა.

მის ოჯახის უკვე მეოთხე თაობა რეკრეაციული ბიზნესითაა დაკავებული. "ასოშეიტედ პრესის" ცნობით, მისი ოჯახი ცხელი წყაროების სიახლოვეს სასტუმროს ფლობს და მართავს.

გასულ წელს "გინესის" კომიტეტმა ნომაკა ოფიციალურად აღიარა მსოფლიოს უხუცეს მამაკაცად. ეს მას შემდეგ მოხდა, რაც სპანიარდ ფრანცისკო ნუნეზ ოლივერა, უხუცესი მამაკაცი გარდაიცვალა.

იოპონიაში სიცოცხლის ხანგრძლივობის ერთ-ერთი ყველაზე მაღალი მაჩვენებელია მსოფლიოში. ისტორიაში ყველაზე ხანდაზმული მამაკაციც, რომელიც 2013 წელს 116 წლის ასაკში გარდაიცვალა, ასევე იაპონელი ჯიროემონ კიმურა იყო.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG