"ამერიკის ხმის" ქართულ რედაქციას უხუცესი კოლეგა, გიორგი (გოგი) თოფურიძე გამოაკლდა. ცივი ომის დროს რადიო ეთერში მას რამაზ ჯაბადარის სახელით იცნობდნენ.
გოგი თოფურიძე ვაშინგტონში 12 აგვისტოს 80 წლის ასაკში გარდაიცვალა.
ბატონმა გოგიმ "ამერიკის ხმაში" მუშაობა 1979 წელს დაიწყო და ქართულ რედაქციაში 2006 წლამდე იმსახურა. ათწლეულების მანძილზე მან საქმით და დიდი ადამიანობით გამოიჩინა თავი. დაუფიქრებლად ეხმარებოდა ამერიკაში ჩასულ ყველა უცნობსა თუ ნაცნობ სტუმარს, სტუდენტს, ახალგაზრდა პროფესიონალს და ასაკოვანს - ყველას ერთნაირი გულუხვობითა და მამობრივი მზრუნველობით.
მის მეგობართა დიდ წრეს გოგი ყოველთვის ასეთი თავდადებული, გულმხურვალე, თავმდაბალი და კეთილი ემახსოვრება. ის დააკლდება ყველას, ვისთანაც მას ოდნავი შეხება ჰქონია - ამერიკასა და საქართველოში!
Facebook Forum