ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ახალი დაავადებები რომლებსაც ცხოველები ავრცელებენ


ახალი დაავადებები რომლებსაც ცხოველები ავრცელებენ
ახალი დაავადებები რომლებსაც ცხოველები ავრცელებენ

1990 წლის მიწურულს აზიის რამდენიმე ქვეყანაში ადამიანების ჯანმრთელობა საფრთხეში აღმოჩნდა. იმ დროისათვის ახალმა დაავადებამ, H5N1-ი, რომლის მეორე სახელწოდება ფრინველის გრიპია, ასობით ადამიანის სიცოცხლე შეიწირა. მას შემდეგ დაახლოებით ცხრა მილიონი ფრინველი განადგურდა იმისათვის, რომ ეპიდემიის ლოკალიზება მომხდარიყო.

მეცნიერების დასკვნით თავდაპირველად H5N1 ვირუსი გარეული ჩიტების მიერ შინაურ ფრინველებსა და მსხვილფეხა საქონელზე გავრცელდა, რომელმაც შემდეგ ადამიანების ინფიცირება გამოიწვია.

ახლა მეცნიერები ახალი დაავადების გავრცელებით არიან შეშფოთებულნი. ჯონათან სლიმენი ამერიკის გეოლოგიური კვლევის განყოფილებაში, ველური ბუნების ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის დირექტორია:

„ადამიანის, გარეული თუ შინაური ფრინველებისა და ცხოველების ჯანმრთელობა გარემო ფაქტორებთანაა დაკავშირებული. გარემოში მიმდინარე ცვლილებები კი სამივე კატეგორიის ჯანმრთელობის ხარისხზე ნეგატიურად მოქმედებს.“

სხვადასხვა დარგზე მომუშავე მეცნიერები, სულ ცოტა ხნის წინ ვაშინგტონში შეკრებისას, ცხოველებიდან ადამიანზე გადასული დაავადების გამომწვევ ახალ რისკ-ფაქტორებზე მსჯელობდნენ.

სიახლეს არ წარმოადგენს თუ გავიხსენებთ რომ შიდსის ვირუსიც თავის დროზე, აფრიკული მაიმუნის შიმპანზეს სახეობიდან გავრცელდა ადამიანზე. მას შემდეგ, 80-იანი წლებიდან მოყოლებული მსოფლიოში 30 მილიონზე მეტი ადამიანი დაიღუპა. ცხოველებიდან წარმოშობილ სხვა დაავადებათა რიცხვს განეკუთვნება რესპირატორული სინდრომი - ებოლას ვირუსიც. ახალი ცხოველური დაავადება ძირითადად მტაცებელი ცხოველების სახეობიდან მომდინარეობს. ზებრის ნიჟარამ, რომელმაც შეერთებულ შტატებში ბოტულიზმის დაავდება გამოიწვია, ასი ათასამდე ჩიტი მოკლა. ბაყაყების სოკოვანმა დაავადებამ კი 120 სახეობის ამფიბია გაანადგურა.

ჯონათან ეფშტინი, ეკოლოგიური ჯანმრთელობის ალიანსის წევრი ამბობს, რომ გასული ათწლეულების განმავლობაში, ეგზოტიკური სახეობის ცხოველთა არალეგალური ვაჭრობის გამო, 13 მილიონი ცხოველის კონფისკაცია მოხდა.

ექსპერტების მოსაზრებით კი მეტი ყურადღება უნდა დაეთმოს ადამიანებში ახალი ინფექციური დაავადების გავრცელების საკითხს, რომლის უგულებელყოფას სავალალო შედეგის მოტანა შეუძლია მსოფლიოს მოსახლეობისათვის.

XS
SM
MD
LG