მარტში დაწყებული საპროტესტო აქციების სერიოზულ დაპირისპირებამდე გადაზრდის შიშით , ტაილანდის მთავრობამ ქვეყნის უმეტეს ნაწილში საგანაგაშო მდგომარეობა გამოაცხადა.
მთავრობის განცხადებით, უსაფრთხოების გაძლიერებული ზომები ტაილანდის 76 პროვინციაში სამი თვის მანძილზე გატარდება.
კანონის მიხედვით ქვეყანაში შეიზღუდება სამოქალაქო თავისუფლება, დაწესდება ცენზურა და წესრიგის შენარჩუნების მიზნით ნებადართული იქნება სამხედრო ძალის გამოყენება.
შეგახსენებთ,რომ მარტის თვიდან ტაილანდის უსაფრთხოების ძალებსა და წითელმაისურიანთა ანტისამთავრობო მოძრაობის დაპირისპირების შედეგად 90 ადამიანი დაიღუპა და დაიჭრა ათას ცხრაასი .