ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ტაილანდის ოპოზიცია დიალოგზე თანხმდება


ოპოზიციის ლიდერი ქვეყნის პრემიერს პირდაპირ ეთერში გამართულ ტელედებატებში იწვევს, რომელიც ეროვნული ტელევიზიით გადაიცემა

ტაილანდის ოპოზიციის ლიდერი პრემიერ ინგლაკ შინავატრასთან მოლაპარაკებისთვის მზად არის. აქამდე, რამდენიმე კვირის მანძილზე გაჭიანურებული პოლიტიკური კრიზისის განმავლობაში, სუტებ ტაუგსუბანი დიალოგზე უარს აცხადებდა.

ოპოზიციის ლიდერმა, რომელიც თვეების მანძილზე მიმდინარე ანტისამთავრობო დემონსტრაციებს ხელმძღვანელობს, დღეს მოულოდნელი განცხადება გააკეთა. ის ქვეყნის პრემიერს პირდაპირი ეთერით გადაცემულ სატელევიზიო დებატებში იწვევს. მისი მოთხოვნის თანახმად, დებატებში მონაწილეობა მხოლოდ ორმა ადამიანმა უნდა მიიღოს და მისი ტრანსლირება ეროვნული ტელევიზიით უნდა განხორციელდეს.
XS
SM
MD
LG