ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ტაილანდის ოპოზიცია ქუჩებს არ ტოვებს


ანტისამთავრობო დემონსტრაციის მონაწილეები არჩევნების შედეგებს არ ცნობენ და დროებითი მთავრობის გადადგომას ითხოვენ

ტაილანდის ოპოზიცია კვირას ჩატარებული ნაადრევი არჩევნების შედეგებს არ ცნობს. ანტისამთავრობო დემონსტრაციის მონაწილეები ქუჩებს არ ტოვებენ და აცხადებენ, რომ მასობრივ საპროტესტო აქციას მანამდე გააგრძელებენ, სანამ დროებითი მთავრობის ხელმძღვანელი -ინლაკ შინავატი- პრემიერის თანამდებობას არ დატოვებს.

ქვეყნის მთავარმა ოპოზიციურმა ძალამ, დემოკრატიულმა პარტიამ არჩევნებს ბოიკოტი გამოუცხადა. დემონსტრანტები ხმის მიცემის პროცესის ჩაშლას ცდილობდნენ, აფერხებდნენ რა ბიულეტენების დარიგებას და ხელს უშლიდნენ ტაილანდელებს საარჩევნო უბნებზე მისვლაში. ხელისუფლება მოსახლეობის დაახლოებით 10 პროცენტისთვის, რომელთაც ხმის მიცემა ვერ შეძლეს, განმეორებითი არჩევნების დანიშნვას გეგმავს. საარჩევნო კომისია კი თავის მხრივ აცხადებს, რომ ხმის მიცემის პროცესი საპროტესტო აქციების დასრულებამდე ვერ შედგება.
XS
SM
MD
LG