ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ბანგკოკში ანტისამთავრობო მიტინგი მოეწყო


ანტი-სამთავრობო დემონსტრაცია ბანგკოკში, 2014 წლის 17 თებერვალი
ტაილანდის პოლიციის განცხადებით, ბანგკოკში ანტი-სამთავრობო დემონსტრაციის დროს მომხდარი აფეთქების შედეგად სულ ცოტა 28 ადამიანი დაშავდა.

აფეთქება ბანგკოკის დროით 13:00 საათზე მოხდა. ამ ეტაპზე მსხვერპლის შესახებ ინფორმაცია არ არის. თვითმხილველების ინფორმაციით, ასაფეთქებელი მოწყობილობა ქუჩაში მიმავალ საპროტესტო დემონსტრაციას შენობიდან ესროლეს.

ასევე იყო ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლის რამდენიმე შემთხვევა, რომლებსაც დემონსტრაციის მონაწილეები მთავრობას აბრალებენ.

მომიტინგეები პრემიერ მინისტრ ინგლუკ შინავატრას გადადგომას ითხოვენ. შინავატრა გადადგომაზე უარს აცხადებს. მას 2 თებერვალს ნაადრევი არჩევნების დანიშნვა სურს, ოპოზიცია კი არჩევნებს ბოიკოტით ემუქრება.

XS
SM
MD
LG