ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ტაილანდში საპროტესტო აქციები გრძელდება


ოპოზიცია პრემიერ მინისტრის დაჭერით იმუქრება

ტაილანდის პრემიერ მინისტრი ინგლუკ შინავატრა აცხადებს, რომ ბანკოკში ორდღიანი საპროტესტო აქციების მიუხედავად, ოპოზიციის მოთხოვნას არ დააკმაყოფილებს და თანამდებობიდან არ გადადგება.

სამშაბათს ინგლუკმა განაცხადა, რომ პრემიერ მინისტრის კონსტიტუციური პასუხისმგებლობა მას ავალდებულებს, ქვეყანა პოლიტიკური კრიზისიდან დიალოგისა და თანამშრომლობის საშუალებით გამოიყვანოს.

„არაერთხელ მითქვამს, რომ პარლამენტის დათხოვნის შემდეგ პასუხისმგებლობის შესაბამისად ვმოქმედებ. ეს თანამდებობის გაფრთხილებას არ ნიშნავს. ვალდებული ვარ, რომ ქვეყანაში სტაბილურობა შევინარჩუნო.“

პარალელურად ორი დღეა ბანკოკის ქუჩებში ოპოზიციის მხარდამჭერები აქციებს აწყობენ. ისინი დროშებით და სტვენით სამთავრობო შენობების წინ იკრიბებიან და სახელმწიფო მოხელეებისთვის მუშაობაში ხელის შეშლას ცდილობენ.

ოპოზიციის ლიდერი აქციების გაგრძელებით იმუქრება. იგი აცხადებს, რომ თუ ინგლუკ შინავატრა თანამდებობიდან არ გადადგება, შესაძლოა იგი დააპატიმრონ.
XS
SM
MD
LG