ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ტაილანდში კვლავ მსხვერპლია


საპროტესტო აქციების მონაწილეთა ბანაკის ტერიტორიაზე სროლის დროს ორი ადამიანი დაიჭრა

სამშაბათს ტაილანდის დედაქალაქში საპროტესტო აქციების მონაწილეთა ბანაკის ტერიტორიაზე ორი ადამიანი დაიჭრა.

ოფიციალური ცნობით, სროლა დემონსტრანტების ბანაკში ადრე დილით დაიწყო. ინციდენტზე პასუხისმგებელი პირები ჯერჯერობით არ დაუსახელებიათ.

ტაილანდის მთავრობის განცხადებით, სროლები დაფიქსირდა ბანგკოკის სავაჭრო ცენტრში მდებარე დემონსტრანტთა ბანაკშიც.

ბანგკოკში ძალადობამ მას შემდეგ იმატა, რაც გასულ შაბათ-კვირას ანტისამთავრობო დემონსტრაციების დროს დაბომბვას და სროლას ოთხი ადამიანი ემსხვერპლა. დაღუპულებს შორის სამი მცირეწლოვანი ბავშვი იყო, დაიჭრა ათობით ადამიანი.
XS
SM
MD
LG