ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

მღვიმეში მომწყვდეული მოზარდების მიწის ზედაპირზე ამოსაყვან გზებს ეძებენ


დღეს, ტაილანდის სამხედრო ფლოტის მყვინთავებმა გამოაქვეყნეს ვიდეო, რომელიც უკვე ორი კვირის განმავლობაში, დატბორილ მღვიმეში მომწყვდეულ ახალგაზრდა ფეხბურთელებს აჩვენებს.

ამ დროისთვის, მაშველთა ჯგუფები მათი გადარჩენის გზის გამოძებნას ცდილობენ.

ვიდეოში ჩანან ბიჭები, რომლებიც ამ კვირის დასაწყისში, მყვინთავების მიერ მიწოდებულ ალუმინის ფირის საბნებში არიან გახვეული. მოზარდები ობიექტივში იყურებიან, ხელისგულებს ტაილანდური ტრადიციული მისალმებით აერთებენ და თავის სახელებს წარმოთქვამენ.

ტაილანდის შინაგან საქმეთა მინისტრმა განაცხადა, რომ შესაძლოა ბიჭების გამოსაყვანად, მათთვის ყვინთვის სწავლება გახდეს საჭირო, თუმცა ეს განსაკუთრებით რთული იქნება, რადგან ზოგიერთმა მათგანმა ცურვაც არ იცის.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG