ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ტაილანდში გამოქვაბულში დაკარგული 13 ადამიანი ცოცხალია


ტაილანდის ჩიანგ რაის პროვინციის გუბერნატორის ცნობით, დატბორილ მღვიმეში მომწყვდეული 12 მოზარდი და მათი მწვრთნელი ცოცხლები არიან.

მათ შესახებ 9 დღის განმავლობაში არაფერი იყო ცნობილი. ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებმა მღვიმის შესასვლელთან დატოვებული ველოსიპედები და ფეხსაცმელი იპოვეს. ვარაუდობდნენ, რომ ისინი ძლიერი წვიმით გამოწვეულმა წყლის დონის ამტებამ მღვიმეში მოამწყვდია.

„ცამეტივე მათგანი უსაფრთხოდაა. ჩვენ მათზე ვიზრუნებთ მანამ, სანამ მათი გადაყვანა იქნება შესაძლებელია,“ უთხრა ჟურნალისტებს დღეს გუბერნატორმა და განმარტა, რომ მღვიმეში ჩარჩენილებს საჭმელსა და სასმელ წყალს მიაწვდიან. მათთან ასევე ჩავა ექიმიც, რომელიც მათ პირველად სამედიცინო დახმარებას აღმოუჩენს.

​მანამდე ცნობილი იყო, რომ ტაილანდიის არმიის მყვინთავების ელიტური დანაყოფის წევრებმა სამძებრო სამუშაოებში კრიტიკულ ეტაპს მიაღწიეს და მივიდნენ გამოქვეაბულის იმ ნაწილამდე, სადაც გზა ორად იყოფოდა.

მოზარდ ფეხბურთელთა გუნდი 23 ივნისს გაუჩინარდა. ძლიერი წვიმა რამდენიმე დღის განმავლობაში მათ ძებნას აფერხებდა. სამაშველო ოპერაციაში ადგილობრივ მაშველებს ამერიკელი, ავსტრალიელი, ცინელი და ბრიტანელი კოლეგები ეხმარებოდნენ.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG