ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ინდონეზიაში ჩაძირულ ბორანზე მყოფებს ეძებენ


180 ადამიანი ჯერ კიდევ დაკარგულად ითვლება, მას შემდეგ, რაც ინდონეზიაში მგზავრებით და მოტოციკლეტებით სავსე ბორანი ჩაიძირა. ინციდენტი სუმატრას კუნძულზე მდებარე პოპულარულ ტბაზე ორშაბათს მოხდა.

ადგილზე მობილიზებულია სამაშველო ძალები, მყვინთავები და წყალქვეშა დრონები. ტობას ტბა 1 145 კვადრატულ კილომეტრზეა გადაჭიმული. ის ათობით ათასი წლის წინ ვულკანის ამოფრქვევის შედეგად, მის კრატერში წარმოიშვა.

ამ ეტაპზე მხოლოდ 18 მგზავრის გადარჩენა მოხერხდა. ნაპოვნია 3 გვამი. სამაშველო სამუშაოებს ძლიერი ქარი და ღელვა უშლის ხელს.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG