ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

17 ადამიანი დაიღუპა თურქეთში მომხდარ ავტო კატასტროფაში


სულ მცირე 17 ადამიანი დაიღუპა და 40-მდე დაშავდა თურქეთში მომხდარი ავტო კატასტროფის შედეგად. ადგილობრივი მედიის ცნობით, იგდირის მხარეში მიკრო ავტობუსი ლამპიონს დაეჯახა და ცეცხლი მოეკიდა.

იგდირის მხარის გუბერნატორი ენვერ უნლუ აცხადებს, რომ ნაწილი ადგილზე დაიღუპა, ნაწილი კი მაშინ, როცა მათ მიგრანტებით სავსე მეორე მიკროავტობუსი დაეჯახა.

სამთავრობო სააგენტო „ანადოლუს“ ცნობით, მეორე ავტობუსს, რომელიც 14 მგზავარზეა გათვლილი, ავარიის დროს 50-ზე მეტი ადამიანი გადაჰყავდა. სააგენტოს ინფორმაციით მგზავრები ავღანეთიდან, ოაკისტანიდან და ირანიდან არალეგალურად ჩამოსული მიგრანტები იყვნენ.

თურქეთში ავტო-საგზაო შემტხვევბი ხშირია, მხოლოდ 2017 წელს ავტო-ავარიებისას დაღუპულთა რაოდენობამ 3500-ს გადააჭარბა.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG