ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

წყნარ ოკეანეში ჩამოვარდნილი ამერიკული თვითმფრინავის ძებნა გრძელდება


ამერიკის საზღვაო ძალების ინფორმაციით, ავიამზიდ რონალდ რეიგანისკენ მიმავალმა თვითმფრინავმა წყნარ ოკეანეში ავარია განიცადა. თვითმფრინავის ბორტზე 11 ადამიანი იმყოფებოდა.

იაპონიის თავდაცვის მინისტრმა ჟურნალისტებს უთხრა, რომ ბორტზე მყოფი რვა ადამიანი იაპონიის საზღვაო ძლებმა იპოვეს. სამინისტრომ მოგვიანებით განაცხადა, რომ არ აქვთ ინფორმაცია იმაზე ეს ადამიანები ცოცხლები არიან თუ არა.

იაპონიის საზღვაო ძალები სამძებრო სამუშაოებს აგრძელებენ.

“სი-2” ტიპის თვითმფრინავი, ეგრეთწოდებული “გრეიჰაუნდი,” წყნარ ოკეანეში იაპონიის ჯუნძულ ოკინოტორიშიმადან დაახლოებით 150 კილომეტრის მანძილზე ჩამოვარდა.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG