ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

პუერტო-რიკოში ქარიშხლის მსხვერპლთა რიცხვს თავიდან დაითვლიან


პუერტო-რიკოს გუბერნატორი კუნძულზე სამი თვის წინ მომხდარი ქარიშხალ მარიას მსხვერპლთა რაოდენობის თავიდან შეფასებას ითხოვს. როგორც ჩანს, რეალური მაჩვენებელი შესაძლოა ოფიციალურ რიცხვზე ბევრად მაღალი იყოს. აქამდე არსებული ცნობებით ქარიშხლის შედეგად 64 ადამიანი დაიღუპა.

გუბერნატორმა რიკარდო როსელომ ეს ბრძანება მას შემდეგ გასცა, რაც „ნიუ იორკ ტაიმსსა“ და „პუერტო რიკოს საგამოძიებო ჟურნალისტიკის ცენტრის“ მიერ მომზადებული მასალები გამოქვეყნდა. ამ მასალების დასკვნით, შტორმის შედეგად 1000-ზე მეტი ადამიანია დაღუპული. გუბერნატორი მანამდე მსხვერპლის თავიდან შეფასების წინააღმდეგი იყო. ის ახლა ამბობს, რომ ქარიშხლის შემდეგ მიღებული დამატებითი ცნობების შედეგად, მსხვერპლის რაოდენობის გაზრდა მოსალოდნელი იყო.

ახალმა შეფასებამ შესაძლოა აჩვენოს, რომ უშუალოდ ბუნებრივი კატასტროფის შედეგად დაღუპულთა გარდა, ბევრი სიცოცხლე იმსხვერპლა სამაშველო ღონისძიებების არასათანადო ორგანიზებამ. აღდგენითი სამუშაოები პუერტო რიკოში ძალიან ნელა მიმდინარეობს და კუნძულის მესამედზე მეტი ჯერ კიდევ ელექტროენერგიის გარეშეა დარჩენილი.

XS
SM
MD
LG