ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

კენიაში ტერორისტული თავდასხმის შედეგად 14 ადამიანი დაიღუპა


კენიის პრეზიდენტი უჰურუ კანიეტა აცხადებს, რომ სასტუმროზე თავდასხმა, რომელიც ოთხშაბათს დედაქალაქ ნაირობიში დილით ადრე დაიწყო, დამთავრებულია.

სატელევიზიო მიმართვაში პრეზიდენტმა განაცხადა, რომ “დუსიტD2” სასტუმრო კომპლექსზე ტერორისტების თავდასხმის შედეგად, სულ მცირე, 14 ადამიანი დაიღუპა. თავდასხმის დროს სამართალდამცველებმა დაახლოებით 700 ადამიანი სასტუმროდან დაიხსნეს.

პრეზიდენტმა ასევე განაცხადა, რომ ტერორისტები, რომლებიც თავდასხმაში მონაწილეობდნენ, “ლიკვიდირებული” არიან.

თავდასხმაზე პასუხისმგებლობა ტერორისტულმა დაჯგუფება “ალ შაბაბმა” აიღო.

წინასწარი ინფორმაციით, თავდასხმის დროს სასტუმროში ამერიკის და ბრიტანეთის მოქალაქეები იმყოფებოდნენ. შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტი მსხვერპლის ვინაობას ამ ეტაპზე ოფიციალურად არ აცხადებს.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG