ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ისრაელმა ტერორიზმში მონაწილეობის ბრალდებით 40 ადამიანი დააკავა


ისრაელის თავდაცვის უწყების განცხადებით, მათ ტერორიზმში ეჭვმიტანილი 40 ადამიანი დააკავეს. დღეს, სოციალურ ქსელ „ტვიტერზე“ გაკეთებულ განცხადებაში, ისრაელის მხარემ განაცხადა, რომ 40-დან 37 დაკავებული ჰამასთან თანამშრომლობდა.

განცხადებაში ნათქვამია, რომ დაკავებები ხუთშაბათს მომხდარ შეირაღებულ თავდასხმას უკავშირდება, რომლის დროსაც ორი ჯარისკაცი დაიღუპა.

„გუშინდელი შეარაღებული თავდასხმის შედეგად, რომლის დროსაც ისრაელის თავდაცვის ძალების (IDF) ორი ჯარისკაცი დაიღუპა და სხვები დაიჭრნენ, IDF-მა და სხვა უსაფრთხოების ძალებმა 40 ეჭვმიტანილი დააკავეს, რომლებიც ტერორიზმში მონაწილეობისთვის იძებნებოდნენ. აქედან 37 ჰამასის ოპერატორია. IDF გააგრძელებს ტერორიზმის შეკავებას და უსაფრთხოების შენარჩუნებას“, - ნათქვამია განცხადებაში.

გავრცელებული ინფორმაციით, დაკავებულთა შორის „ჰამასის აქტივისტები, მათ შორის კანონმდებლები არიან“, რომლებიც ღამის რეიდის დროს აიყვანეს.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG