ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

მოკლულია პარიზის ტერაქტების მთავარი ორგანიზატორი


ფრანგი პროკურორები ადასტურებენ, რომ ოთხშაბათის რეიდების შედეგად მოკლულია პარიზის ტერორისტული აქტების სერიის მთავარი ორგანიზატორი აბდელჰამიდ აბაუდი. მისი ნატყვიარი გვამი პარიზის გარეუბან სენტ-დენისში, პოლიციის მიერ გუშინ ჩატარებული შვიდსაათიანი რეიდის შემდეგ, დაღუპულებს შორის ამოიცნეს.

აბაუდი მაროკოული წარმომავლობის მქონე 27 წლის ბელგიის მოქალაქე გახლდათ. მისი ამოცნობა თითის ანაბეჭდებით მოხდა. რეიდის დროს ასაფეთქებელი მოწყობილობებით აღჭურვილი ქამრის აფეთქებისას დაიღუპა ქალი, რომელიც აბაუდის ბიძაშვილი იყო. 3 პოლიციელი დაიჭრა და პოლიციის ძაღლი დაიღუპა რეიდში, რომლის შედეგადაც 8 ადამიანი დააკავეს, ამოღებულია დიდი რაოდენობით იარაღი და სამართალდამცავების განცხადებით, ახალი ტერორისტული აქტების განეიტრალება მოხდა.

XS
SM
MD
LG