ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ირანში ორი დღეა საპროტესტო აქციები არ წყდება


თეირანში ხელისუფლებამ სამართალდამცავების დამატებითი ძალები გამოიყვანა. ირანის დიდ ქალაქებში ორი დღეა მასობრივი ანტისამთავრობო გამოსვლები გრძელდება.

საპროტესტო ტალღა ქვეყანაში მას შემდეგ გაიზარდა, რაც მთავრობამ უკრაინული თვითმფრინავის "შეცდომით" ჩამოგდება აღიარა. „ბოინგზე“, რომელიც თეირანიდან კიევში ასრულებდა რეისს, თვითმფრინავში მყოფი სხვადასხვა ქვეყნის 176 მოქალაქე დაიღუპა. ირანის ხელისუფლება თავიდან დანაშაულის დაფარვას ცდილობდა და აცხადებდა, რომ თვითმფრინავი ძრავის გაუმართაობის გამო ჩამოვარდა.

აქციის მონაწილეები დამნაშავეთა დასჯას ითხოვენ. შაბათს გამართულ სტუდენტთა დემონსტრაციაზე ისმოდა ქვეყნის უზენაესი ლიდერის, აიათოლა ალი ხამენეის საწინააღმდეგო ლოზუნგებიც.

"ისინი ცრუობენ, როცა ამბობენ, რომ ჩვენი მტერი ამერიკაა. მტერი აქ არის, ჩვენთან" - იძახდნენ თეირანში გამოსული სტუდენტები ვიდეოში, რომელიც სოციალურ ქსელ "ტვიტერზე" გავრცელდა.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG