ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ტანზანიაში ბორნის კატასტროფას ათობით ადამიანი ემსხვერპლა


ბორნის ჩაძირვის შედეგად, ასზე მეტი ადამიანი დაიღუპა ტანზანიაში.

ოფიციალური პირების ცნობით, ტრაგედია ტბა ვიქტორიაში ბორნის გადაბრუნების დროს, ხუთშაბათს ნაშუადღევს დატრიალდა. ისინი ბორტზე მყოფი ადამიანების ზუსტი რაოდენობის დასახელებისგან თავს იკავებენ. თუმცა, ადგილობრივი მედიის ცნობით, ბორანზე 200 მგზავრი იმყოფებოდა.

ინციდენტის ადგილას სამძებრო სამუშაოები გრძელდება. მოხერხდა 37-მდე ადამიანი გადარჩენა.

ტრაგედიის მიზეზი ჯერჯერობით დადგენილი არ არის, თუმცა მგზავრებით გადატვირთული ბორანი წარსულშიც გამხდარა ავარიის მიზეზი.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG