ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

თალიბების თავდასხმა


ავღანეთის ოფიციალურ პირთა განცხადებით, ხუთშაბათს თალიბი მეამბოხეები ქაბულში ცნობილ სასტუმროს დაესხნენ თავს და უსაფრთხოების თანამშრომლებს ცეცხლი გაუხსნეს.

ქაბულის პოლიციის კრიმინალური გამოძიების დეპარტამენტის ხელმძღვანელის მოჰამედ ზაჰირის განცხადებით, თავდასხმა შუაღამეზე დაიწყო და ამ წუთებშიც გრძელდება. მისი თქმით, თავდამსხმელები რაკეტსაწინაღო ასაფეთქებელი საშუალებებით და კალაშნიკოვის ტიპის ავტომატებით არიან შეიარაღებული.

როიტერის საინფორმაციო სააგენტოს ცნობით, ავღანეთის პოლიციას აქვს ინფორმაცია მძევლების აყვანის შესახებაც. მძევლებს შორის უმეტესად ქალები და ბავშვები არიან. არის სავარაუდო მსხვერპლიც.

XS
SM
MD
LG