ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ავღანეთი ნატოს საჰაერო იერიშებს უკრძალავს


ავღანეთის პრეზიდენტი ჰამიდ კარზაი სამოქალაქო ადგილებში საჰაერო იერიშებს კრძალავს
ავღანეთის პრეზიდენტი ჰამიდ კარზაი სამოქალაქო ადგილებში საჰაერო იერიშებს კრძალავს
ავღანეთის პრეზიდენტი ჰამიდ კარზაი აცხადებს, რომ ნატოს მიერ სამოქალაქო ადგილებში განხორციელებული საჰაერო იერიშები აკრძალულია, იმ შემთხვევებშიც კი, როცა კოალიციის წინააღმდეგ ამ ადგილებიდან თავდასხმები წარმოებს.
ჟურნალისტებთან საუბრისას, ყარზაიმ განაცხადა, რომ ნებისმიერი მიზეზით სამოქალაქო მოსახლეობის დაბომბვას ავღანეთის მთავრობა „არაპროპორციულ და არალეგიტიმურ“ მოქმედებად ჩათვლის.
ამ განცხადებას წინ უძღვოდა ნატოსა და ავღანეთის მთავრობას შორის დადებული შეთანხმება იმასთან დაკავშრებით, რომ ალიანსი დასახლებულ პუნქტებზე საჰაერო თავდასხმებს აღარ განახორციელებს. შაბათს ჩატარებული საჰაერო რეიდის შედეგად ავღანეთში 18 სამოქალაქო პირი დაიღუპა.
XS
SM
MD
LG