ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

კარზაისა და პეტრეუსს შორის უთანხმოებაა


კარზაისა და პეტრეუსს შორის უთანხმოებაა
კარზაისა და პეტრეუსს შორის უთანხმოებაა

პენტაგონის განცხადებით, უთანხმოება ავღანეთის პრეზიდენტ ჰამიდ კარზაისა და ავღანეთში ნატოსა და ამერიკული ძალების სარდალ დევიდ პეტრეუსს შორის ამ ორი ადამიანის მიერ მიმდინარე კონფლიქტის სხვადასხვაგვარი აღქმის შედეგია.

ამერიკის ხმის კორესპონდენტი ალ პესინი პენტაგონიდან მოგვითხრობს რომ უთანხმოება ორ ლიდერს შორის ბოლო თვეებია მწიფდებოდა.

პრეზიდენტ კარზაის სურს კერძო კომპანიებმა, რომლებიც უშიშროების სიტუაციას აკონტროლებენ, ავღანეთი დაუყოვნებლივ დატოვონ.

პეტრეუსის აზრით კი მათი ფუნქცია და საქმიანობა ძალიან მნიშვნელოვანია.

კარზაის, ამასთან სამხედრო რეიდების დასრულება სურს ეჭვმიტანილი ავღანელი მოთარეშეების სახლებზე. გენერალს კი მიაჩნია, რომ რეიდები კონტრტერორისტული ძალისხმევის აუციელებელი ნაწილია.

გასულ კვირას, პრეზიდენტმა კარზაიმ გაზეთ „ვაშინგტონ პოსტს“ უთხრა, რომ უნდა შემცირდეს ამერიკული ჯარების რაოდენობა ავღანეთში და რომ იქ დისლოცირებულმა ამერიკელმა ჯარისკაცებმა სამხედრო ბაზების ტერიტორიის დატოვებისგან თავი უნდა შეიკავონ, შესაძლებლობის ფარგლებში. ნატოსა და ამერიკის ჯარების სარდალი კი დარწმუნებულია, რომ ჯარების რაოდენობის შემცირება მხოლოდ შექმნილი მდგომარეობიდან უნდა გადაწყდეს. ამერიკელი ოფიციალური პირები ვარაუდობენ, რომ ავღანელი პრეზიდენტის თანხმობის გარეშე, გენერლის ამოცანები ალბათ ვერ განხორციელდება.

თუმცა თავად სამხედროები ამ გაუგებრობას ახსნას უძებნიან:

ამერიკელი საზღვაო ქვეითების პოლკოვნიკი დევიდ ლაპანი ფიქრობს, რომ გენერლის პოზიცია მისი მისიით აიხსნება. პრეზიდენტის მოსაზრებებს კი ქვეყნის ლიდერისთვის დამახასიათებელი ფაქტორები განაპირობებს. ლაპანი ამბობს, რომ პენტაგონს გენერლისა და პრეზიდნეტის ერთობლივი მუშაობის განახლების ხილვა სურს.

ავღანეთის პრეზიდენტს, მიმდინარე კვირას ლისაბონში მიმდინარე ნატოს სამიტზე ექნება საშუალება ამერიკელ ლიდერს პირადად გაუზიაროს თავისი მოსაზრებები და მიუხედავად იმისა, რომ მას მოუსმენენ , ნაკლებ რეალურია რომ კარზაიმ მხარდაჭერის მოპოვება შეძლოს მოკავშირეთა ოპერაციებში სასწრაფო ცვლილებების განსახორციელებლად.

ამერიკის სახელმწიფო მდივანმა ჰილარი კლინტონმა გუშინ განაცხადა, რომ სადაზვერვო მონაცემებზე დამყარებული, ზუსტად გამიზნული ოპერაციები მაღალი რანგის მეამბოხეთა ლიკვიდაციის მიზნით, მოკავშირეთა ბრძოლების მნიშვნლოვანი კომპონენტია.

კლინტონი: „ჩვენ დარწმუნებული ვართ, რომ მსგავსი ოპერაციები ავღანელი ხალხის, ავღანეთის მთავრობისა და აისაფის ჯარების ინტერესებს ემსახურება. „

ქალბატონმა კლინტონმა აღნიშნა ისიც, რომ ამერიკელი ოფიციალური პირები პრეზიდენტ კარზაის ბევრ ამოცანასა და შეშფოთებას იზიარებენ და რომ ჩრდილოატლანტიკურმა ალიანსმა ტაქტიკური ცვლილებები სწორედ ავღანური მხარის მოსაზრებების გათვალისწინებით გაატარა. თუმცა ამერიკისა და მოკავშირეთა ძალების რაოდენობის შემცირება ავღანეთში შექმნილ მდომგარეობაზე იქნება დამოკიდებული.

XS
SM
MD
LG