ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ავღანეთი - ჩრდილო ატლანტიკური ალიანსის უმთავრესი გამოწვევა


ავღანეთი - ჩრდილო ატლანტიკური ალიანსის უმთავრესი გამოწვევა
ავღანეთი - ჩრდილო ატლანტიკური ალიანსის უმთავრესი გამოწვევა

ნატოს 2010 წლის წარმატება რუსეთთან ურთიერთობაა

2010 წელი ჩრდილო-ატლანტიკურმა ალიანსმა ახალი სტრატეგიული კონცეფციის მიღებით აღნიშნა. ნატოს ახალ გამოწვევად კიბერ-უსაფრთხოება და სარაკეტო თავდაცვა დასახელდა. ყველაზე დიდ მიღწევად კი რუსეთთან ურთიერთობის ნორმალიზება უნდა ჩაითვალოს. ნატოს საკითზე ამერიკის ხმის კორესპონდენტმა ჯენიფერ გლასმა იმუშავა.

ნოემბერში ლისაბონის სამიტზე, ალიანსის გენერალურმა მდივანმა ანდერს ფოგ რასმუსენმა ჩამოაყალიბა თავისი ხედვა თუ როგორ უნდა იმუშავონ რუსეთმა და ნატომ ავღანეთის მიმართულებით.

„რუსეთი გაატარებს უფრო მეტ ტვირთს ნატოსთვის, რათა დაეხმაროს ჩვენს მისიას ავღანეთში. ჩვენ გავაფართოვებთ ნარკოტიკების წინააღმდეგ მებრძოლი ადამიანების ტრენინგებს, როგორც ავღანეთში ასევე რეგიონში,“ - განაცხადა რასმუსენმა.

ალიანსის პრიორიტეტად კი რასაკვირველია ისევ ავღანეთი რჩება. მაიკლ კლარკი ლონდონის კვლევითი ორგანიზაციის სამეფო სერვის ინსტიტუტის დირექტორია.

„2014-15 წლამდე იქ მთავარი მოვლენების მოედანი იქნება და ნატომ ავღანეთში დასავლეთის პოლიტიკის ეფექტურად განხორციელებას უნდა შეუწყოს ხელი,“ - ამბობს კლარკი.

რუსეთთან უთანხმოების მთავარი საკითხები ნატოს გაფართოება და სარაკეტო თავდაცვა იყო. გაფართოება ამჟამად შეჩერებულია. რაც შეეხება სარაკეტო თავდაცვას ალიანსმა ლისაბონის სამიტზე რუსეთს ერთიან სარაკეტო ფარის შექმნაში თანამონაწილეობა შესთავაზა. რასმუსენი ამ პროცესს საკმაოდ იმედიანად განხილავს.

„ისტორიაში პირველად, ნატო და რუსეთი თავდაცვის საკითხზე თანამშრომლობენ, რუსეთი უეჭველად დარწმუნდება რომ ეს სისტემები არ არის მის წინააღმდეგ მიმართული. ევროპაში ჩვენი მოქალაქეები საერთო უსაფრთხოებას გაიზიარებენ, რაც უპრეცენდენტო შემთხვევაა,“ - აღნიშნა რასმუსენმა.

თუმცა, ისიც უნდა აღინიშნოს, რომ დეკემბერში ერისადმი მიმართვის დროს, რუსეთის პრეზიდენტმა დმიტრი მედვედევმა განაცხადა რომ თუკი რუსეთი სარაკეტო თავდაცვის საკითხში ევროპის და ამერიკის თანასწორ პარტნიორად ვერ იგრძნობს თავს, ამან შესაძლოა გამალებული შეიარაღების განახლებას შეუწყოს ხელი.

ტრადიციული სამხედრო მისია, ნატოს მიმართულების მხოლოდ ერთი ნაწილია. ალიანსი წევრი ქვეყნების კიბერუსაფრთხოებაზეც იზრუნებენ. მაიკლ კლარკი ამბობს, რომ საკუთარ სამეზობლოში ალიანსისთვის კიბერსივრცის დაცვა უმნიშვნელოვანესი გამოწვევაა.

რაც შეეხება ავღანეთს, ნატოს უმსხვილესი წევრის შეერთებული შტატების პრეზიდენტმა დეკემბერში განაცხადა:

„ბევრ ადგილზე, ჩვენი წარმატება კვლავ მყიფეა, თუმცა ჩვენ უდავოდ ვასუფთავებთ ტერიტორიებს თალიბანის კონტროლისგან და უფრო მეტ ავღანელს შეუძლია თავის მმართველობის განხორციელება საკუთარ მიწაზე.“

წლის დასასრულთან ერთად ავღანეთში არსებული ვითარების სიმყიფე უფრო კარგად გამოჩნდა. ნატოს ძალებს კი ავღანეთის დატოვებამდე ადგილობრივი უსაფრთხოების ძალების მომზადება მოუწევთ.

XS
SM
MD
LG