ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ჩინეთმა და რუსეთმა ავღანეთის თემა განიხილეს


პეკინში, ჩინეთის, რუსეთის და შუა აზიის 4 სახელმწიფოს შეხვედრა დასრულდა, რომლის ერთ-ერთი მთავარი თემა ავღანეთი იყო.

შანხაის თანამშრომლობის ორგანიზაციის ორდღიან შეხვედრაზე ჩინეთის პრეზიდენტმა ჰუ ჯინ ტაომ განაცხადა, რომ რეგიონალურმა ბლოკმა უფრო აქტიურად უნდა იმოქმედოს ავღანეთში, ამ ქვეყნიდან დასავლეთის კოალიციური ძალების გასვლის შემთხვევაში.

თავის მხრივ ავღანეთის პრეზიდენტი ჰამიდ კარზაი მიესალმება ჩინეთის გააქტიურებას რეგიონში, რომელთანაც ის სტრატეგიული თანამშრომლობის ხელშეკრულების გაფორმებას აპირებს.

XS
SM
MD
LG