ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ავღანეთიდან აშშ-ის ჯარების გაყვანაზე "თალიბანთან" მოლაპარაკება გრძელდება


შეერთებული შტატებისა და "თალიბანის" წარმომადგენლები შეთანხმდნენ, რომ ე.წ. ტექნიკურ გუნდებს შექმნიან, რომლებიც ამერიკისა და ნატოს შეიარაღებული ძალების ავღანეთიდან გასვლის გეგმაზე იმუშავებენ.

ამავე გეგმის ნაწილი იქნება იმის პრევენცია, რომ ტერორისტებმა ავღანეთის მიწა ამერიკასა და მის მოკავშირეებზე თავდასხმისთვის, მათ წინააღმდეგ არ გამოიყენონ.

"თალიბანის" მომლაპარაკებელთა ლიდერი, მულა შერ მოჰამედ აბას სტანიკზაი თითქმის მთელი კვირის განმავლობაში მიმდინარე მოლაპარაკებების შემდეგ ზოგიერთ დეტალზე საუბრობს.

"ორი ტექნიკური გუნდი მოამზადებს წინადადებებს და მიიღებს გადაწყვეტილებებს. ამ შეთავაზებებს მოლაპარაკებების შემდეგ რაუნდზე განვიხილავთ, რომელიც 25 თებერვალს კვლავ დოჰაში უნდა გაიმართოს", - განაცხადა სტანიკზაიმ.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG