ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

სირიაში წითელი ჯვრის კომიტეტის თავმჯდომარე ჩავიდა


წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტის თავმჯდომარე ჯაკობ კელებერგერი დამასკოსში ჩავიდა. ოფიციალური ინფორმაციით ბატონი კელემბერგერი შეეცდება ქვეყანას დახმარება რამდენიმე ფორმით აღმოუჩინოს:

„ბატონმა კელემბერგერმა რამდენიმე საკითხი განიხილა; პირველი მშვიდობიანი მოსახლეობის დაცვაა; ასევე ისაუბრა მედპერსონალის უსაფრთხოებასა და დაზარალებულთათვის სამედიცინო დახმარების აღმოჩენის მიზნით სათანადო პირობების შესაქმნელად,-“ განაცხადა წითელი ჯვრის საერთაშორსიო კომიტეტის პრესპიკერმა - სალეჰ დაბაკეჰმა.

დამასკოდან ბატონი კელემბერგერი სირიის ქალაქ დარააში გაემგზავრა. მისი თქმით, წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტის თანამშრომლებმა, სულ ახლახანს, სირიაში ბრძოლების შედეგად დაზარალებულთათვის დროული დახმარების აღმოჩენა შეძლეს:

„წითელი ჯვრის კომიტეტი ცხელი წერტილების სადარაჯოზეა. ჩვენ საკუთარი მისიაც გავაფართოვეთ. ახლა უფრო ხანგრძლივად შეგვიძლია ქვეყანაში ყოფნა და უფრო ინტენსიურად შევძლებთ მუშაობას; ახლა უფრო მეტადაა საჭირო ჰუმანიტარული საქმიანობის განხორციელება.“

სირიის მთავრობა თავდასხმებს აგრძელებს. თვითმხილველთა თქმით სირიის სამთავრობო ჯარმა იდლიბის პროვინციაში ქალაქ ტაფანაზს ყუმბარები დაუშინეს, რასაც სირიის ოპოზიურმა ძალებმა წინააღმდეგობა გაუწიეს.

ბეირუთში ამერიკის უნივერსიტეტის პოლიტიკური მეცნიერების პროფესორის ჰილალ კასანის განცხადებით დიალოგი ცეცხლის შეწყვეტის შესახებ ჰუმანიტარული საქმიანობის ხელის შეწყობის მიზნით არც თუ ისე იოლი განსახორციელებელია, რადგან სირიის ხელისუფლება სამხედრო ოპერაციებს შემცირების სანაცვლოდ უფრო აფართოებს:

„ ცეცხლის შეწყვეტაზე საუბარი უსაფუძვლოა რადგან ხელისუფლება საპირისპიროდ იქცევა; მათი მოქმედება ესკალაციას განიცდის.. ისინი აჯანყებულთა ლოკალიზებას ცდილობენ...“

გარეთიანებული ერების ორგანიზაციისა და არაბული ლიგის მიერ სირიაში სპეციალურად წარგზავნილი დესპანის კოფი ანანის მიერ შემუშავებული შეთანხმების თანახმად, სამთავრობო ჯარებმა 10 აპრილამდე უნდა დატოვონ ყველა ის ტერიტორია სადაც ამჟამად ბრძოლები მიმდინარეობს. თუმცა, დასავლეთი და ზოგიერთი არაბული ქვეყანა სკეპტიკურადაა განწყობილი სირიის ხელისუფლების კომპრომისის მიმართ.

XS
SM
MD
LG