ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ბან კი მუნის მიმართვა


აგვისტოში სირია 100,000-მა ადამიანმა დატოვა

გაეროს გენერალური მდივანი, ბან კი მუნი გეგმავს, გენერალური ასამბლეის წინაშე სირიაში მიმდინარე ჰუმანიტარული კრიზისის შესახებ იმსჯელოს.

გენერალური მდივანი ასამბლეას თხოვნით მიმართავს, რათა დახმარების გლობალური ფონდი გაფართოვდეს და სირიის მეზობელმა ქვეყნებმა სირიიდან დევნილებს თავშესაფარი მისცენ.

გაეროს განცხადებით, აგვისტოში სირია 100,000-მა ადამიანმა დატოვა. ეს ყველაზე მაღალი ციფრია მას შემდეგ, რაც სირიაში შიდა დაპირისპირება დაიწყო.

გაეროს ლტოლვილთა სააგენტოს პრესმდივნის, მელისა ფლემინგის განცხადებით, სირიიდან დევნილი 235,000 ლტოლვილი იორდანიის, ლიბანის, ერაყის და თურქეთის ბანაკებს აფარებს თავს.


XS
SM
MD
LG