ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

თავისუფალი სირიის არმია უკვე ალეპოს მისადგომებთან იბრძვის


ექსტრემისტული ჯგუფები სირიაში დაწყებულ ამბოხებაში არცთუ აქტიურად მონაწილეობდნენ, თუმცა ბოლო პერიოდში მათი გავლენის ზრდა აშკარაა

სირიაში სამოქალაქო ომი გრძელდება. ამავდროულად, იზრდება შეშფოთება ისლამისტი ჯიჰადისტების გავლენის და რაოდენობის ზრდის შესახებ. ისინი ამბოხებულებს -თავისუფალი სირიის არმიას უერთდებიან. მათ შორის ალ-ყაიდას და სხვა მსგავსი დაჯუფებების წევრებიც არიან. დეტალებს „ამერიკის ხმის“ კორესპონდენტი ჰენრი რიჯველი არკვევდა.

თავისუფალი სირიის არმია უკვე ალეპოს მისადგომებთან იბრძვის. რამდენადაც, დასავლეთის და სპარსეთის ყურის ქვეყნები სირიის ოპოზიციის დასახმარებლად მზადყოფნას აცხადებენ, იმდენად აშფოთებთ მეამბოხეებს შორის ჯიჰადისტების და ისლამისტური ჯგუფების გავლენის ზრდა.

შირაზ მაჰერი ლონდონის კინგსის კოლეჯში რადიკალიზმის შემსწავლელი ცენტრის ანალიტიკოსია. ის სირიაში მზარდი რადიკალური ისლამიზმის მონიტორინგს ახორციელებს.

„სირიაში ამჟამად მოქმედებენ გარკვეული ისლამისტური ჯგუფები, რომლებიც დაკავშირებული არიან ალ-ყაიდასთან ან შესაძლოა არც ქონდეთ მასთან კავშირი. გავრცელებული ვიდეობით ძნელია დამოუკიდებლად დაადგინო არსებული ვითარება, თუმცა ამ ვიდეორგოლებით სავსეა ალ-ყაიდას ვებ ფორუმები,“ -აღნიშნავს მაჰერი.
ისლამისტური სამხედრო ჯგუფების იკონოგრაფია სირიაში გადაღებულ ვიდეოებზე სულ უფრო ხშირი მოვლენაა.

„როგორც ამბობენ სირიაში ალ-ყაიდას ჭეშმარიტად ისლამისტი მებრძოლები მოქმედებენ. ამის თქმა თქვენ შეგიძლიათ, როგორც მათი დროშების, ასევე ვიდეოებზე დადებული იკონოგრაფიის მიხედვით. ასევე, მათ ამბოხებულთა რეგიონებში შეაქვთ ხალიჩები და ზეწრები. ეს კი არის იმის ნიშანი, რომ ამა თუ იმ რეგიონში ისლამისტური ჯგუფები მოქმედებენ და ამით ადგილობრივი მოსახლეობისგან მხარდაჭერის მიღებას ცდილობენ,“ - ამბობს მაჰერი.

ბოლო რამდენიმე კვირაში, არაბულ პრესაში გაჩნდა ცნობები, რომელთა მიხედვით, თავისუფალი სირიის არმიას უცხოელი მებრძოლები უერთდებიან. მაჰერი მათ რაოდენობას ვერ ასახელებს. ის ამბობს, რომ თავდაპირველად ექსტრემისტული ჯგუფები სირიაში დაწყებულ ამბოხებაში არცთუ აქტიურად მონაწილეობდნენ, თუმცა ბოლო პერიოდში მათი გავლენის ზრდა აშკარაა.

ამავე თემაზე

XS
SM
MD
LG