ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

სირიის უშიშროების ძალებმა კიდევ ერთი რეიდი განახორციელეს


სირიის უშიშროების ძალებმა კიდევ ერთი რეიდი განახორციელეს
სირიის უშიშროების ძალებმა კიდევ ერთი რეიდი განახორციელეს

სულ ცოტა ხუთი ადამიანი დაიღუპა სირიის უშიშროების ძალების მიერ ორ ქალაქში განხორციელებული რეიდის შემდეგ.

ადამიანის უფლებების დაცვის ორგანიზაციები აცხადებენ, რომ ტრაგედია ქალაქებში- ჰომსი და სარაქები დატრიალდა. სარაქებში, რომელიც თურქეთის საზღვართან მდებარეობს, სირიის სამთავრობო ძალებმა 70 ადამიანი დააკავეს.

აღსანიშნავია, რომ ამ ეტაპზე სირიაში მიმდინარე მოვლენების გადამოწმება გართულებულია, რამეთუ მთავრობა უცხოელ რეპორტიორებს მხოლოდ გამონაკლის შემთხვევებში უშვებს ქვეყანაში და ძალიან ზღუდავს მათ გადაადგილებას.

გუშინ, მთავრობის მიერ დისიდენტების წინააღმდეგ დაწყებულ ოპერაციებს 12 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა.

XS
SM
MD
LG