ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ეგვიპტე უსაფრთხოხების ზომებს იღებს


ეგვიპტელი სამართალდამცავები ანადგურებენ კონტრაბანდისთვის განკუთვნილ გვირაბებს

ეგვიპტის მედიის განცხადებით, ქვეყნიდან შვიდი პალესტინელის დეპორტაცია მოხდა. დეპორტირებულები ღაზას სექტორში დაბრუნდნენ.
პალესტინელები რამდენიმე დღის წინ ქაიროს აეროპორტში უსაფრთხოების მიზნით დააკავეს. მათი რეისი სირიიდან მოფრინავდა. მას შემდეგ რაც გამოძიებამ არ უჩვენა არანაირი უკანონო ქმედება, მათი ექტრადიციის პროცედურა მაინც წამოიწყეს.
უკანასკნელი რამდენიმე კვირაა ეგვიპტელი სამართალდამცავები ანადგურებენ კონტრაბანდისთვის განკუთვნილ გვირაბებს, რომლებიც ღაზა-ეგვიპტის საზღვრის გასწვრივ მდებარეობს. გვირაპი ერთის მხრივ სურსათის, საწვავის და სამშენებლო მასალის შეტანას უწყობს ხელს, მეორეს მხრივ კი ხდება იარაღის და მეამბოხეების გადაადგილება.
XS
SM
MD
LG