ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ეგვიპტის პრეზიდენტის სკანდალური განცხადებები


მორსი ეგვიპტელებს ისრაელის სიძულვილისკენ მოუწოდებდა

შეერთებული შტატები ეგვიპტის პრეზიდენტ მოჰამედ მორსის მოუწოდებს, არჩევნებამდე გაკეთებული ანტისემიტური განცხადება უკან წაიღოს.

გასულ კვირას ახლო აღმოსავლეთის მედია კვლევის ინსტიტუტმა გაავრცელა სატელევიზიო კლიპი, რომელშიც მორსის 2010 წლის გამოსვლაა აღბეჭდილი. ვიდეოში მორსი ისრაელს პალესტინის "ოკუპანტს" უწოდებს და ქვეყნის მისამართით სხვა შეურაცხმყოფელ შედარებებსაც აკეთებს. ამის შემდეგ მორსი მოუწოდებს ეგვიპტელებს, შვილები ისრაელის სიძულვილით გაზარდონ.

სახელმწიფო დეპარტამენტის პრესცენტრის ვიქტორია ნულანდის განცხადებით, ვაშჲნგტონი პრეზიდენტ მორსის ამ გამოსვლას გმობს.

XS
SM
MD
LG