ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

მუჰამედ მორსი ერთიანობისკენ მოუწოდებს


მორსიმ სამუშაო ადგილების შექმნასა და ინვესტიციებზე ისაუბრა

ეგვიპტის პრეზიდენტმა მუჰამედ მორსიმ ეგვიპტელებს ერთიანი ძალებით ქვეყნის აღმშენებლობისკენ მოუწოდა. მორსიმ ეს მიმართვა ახლად მოწვეული პარლამენტის ზედა პალატაში გააკეთა. მან ასევე დასძინა, რომ ქვეყანა დგას იმ საპასუხისმგებლო ეტაპის წინაშე, როდესაც მთელი ყურადღება უნდა დაეთმოს "მუშაობას, სერიოზულობას და დაუღალავ ძალისხმევას."

მორსიმ ასევე ისაუბრა სამუშაო ადგილების შექმნის და ინვესტიციების შესახებ. ამ მხრივ, მან ხაზი გაუსვა სუეცის არხსა და სინას ნახევარკუნძულის მნიშვნელობას.
XS
SM
MD
LG