ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

პრეზიდენტი მორსი ოპოზიციას დიალოგისკენ მოუწოდებს


ოთხშაბათს სატელევიზიო გამოსვლისას პრეზიდენტმა მორსიმ განაცხადა, რომ მთავრობა და ოპოზიცია ითანამშრომლებენ

ეგვიპტის პრეზიდენტი მოჰამედ მორსი ოპოზიციურ ჯგუფებს ქვეყნის მომავალის შესახებ დიალოგისკენ მოუწოდებს. ეს გადაწყვეტილება პრეზიდენტმა მას შემდეგ მიიღო, რაც ახალი კონსტიტუციის შექმნის კანონს მოაწერა ხელი.

ოთხშაბათს სატელევიზიო გამოსვლისას პრეზიდენტმა მორსიმ განაცხადა, რომ მთავრობა და ოპოზიცია ითანამშრომლებენ იმ მიზნით, რომ ეგვიპტის ეკონიმიკის სერიოზული პრობლემები გადაიჭრას.

მორსიმ ასევე განაცხადა, რომ იმ შეცდომებზეც აიღებს პასუხისმგებლობას, რაც ძველმა მთავრობამ ექვსთვიანი გარდამავალი პერიოდის დროს დაუშვა.

ლიბერალური ჯგუფები ისლამისტ პრეზიდენტს იმის გამო აკრიტიკებენ, რომ მორსიმ ისლამისტების მიერ დაწერილ ახალ კონსტიტუციას დაუჭირა მხარი და რეფერენდუმის საშუალებით მისი დამტკიცება შეძლო.

XS
SM
MD
LG