სირიის ოპოზიციურმა ჯგუფებმა ეროვნული საბჭოს შექმნის გადაწყვეტილება მიირეს, რომელიც პრეზიდენტ ბაშარ ალ-ასადის მთავრობას დაუპირისპირდება. ამის შესახებ განცხადება დღეს გაკეთდა. წინა დღეს კი სირიის ოპოზიცია თურქეთის ქალაქ სტამბოლში შეიკრიბა. სირიის ეროვნული საბჭოში ქვეყნის ყველა ოპოზიციური ჯგუფი გაერთიანდა და ისინი ერთიანი ფრონტით იმოქმედებენ. ამავდროულად სირიის ქალაქ რასტანში ინტენსიური ბრძოლები მიმდინარეობდა სამთავრობო ძალებსა და მეამბოხეებს შორის. ბრძოლებში ოპოზიციის მხარეს გადასული ჯარისკაცებიც ჩაერთვნენ. ბრძოლების შემდეგ სამთავრობო ძალებმა ქალაქზე კონტროლი დაამყარეს. ქალაქი რასტანი დამასკოდან 180 კილომეტრის დაშორებით მდებარეობს. სირიაში ბაშარ ალ-ასადის წინააღმდეგ ამბოხება უკვე ექვსი თვეა გრძელდება, რის შედეგადაც გაეროს მონაცემებით 2700-მდე ადამიანია დაღუპული.
პოპულარული
1