იაპონელი ჟურნალისტი ქალი, რომელიც სირიელ მეამბოხეებთან ერთად მუშაობდა, მიყენებული ჭრილობების შედეგად გარდაიცვალა. ამ წუთებისთვის დაკარგულად ითვლება ორი ტელეჟურნალისტი, რომლებიც ალჰურას არხისთვის მუშაობდნენ.
იაპონიის საგარეო საქმეთა სამინისტროს ცნობით, მიკა იამამოტოს ორშაბათს ესროლეს, როცა ის სირიის თავისუფალი არმიის მებრძოლებთან ერთად ქალაქ ალეპოში გადაადგილდებოდა. ჟურნალისტი ტოკიოში ბაზირებული იაპონური პრესის სააგენტოში მუშაობდა.
ალჰურას სატელევიზიო არხს ამერიკის მთავრობა აფინანსებს. სადგურის განცხადებით, არხის ორი ჟურნალისტი ალეპოში მუშაობდა და ისინი, სავარაუდოდ, გუშინ გაიტაცეს ქალაქიდან.
მაუწყებლობის მმართველმა საბჭომ, რომელიც სხვებთან ერთად, ალჰურას და „ამერიკის ხმას "ზედამხედველობს, გაავრცელა მიმართვა, სადაც სირიის ხელისუფლებას ალჰურას ჟურნალისტების უსაფრთხოების დაცვისკენ მოუწოდებს.