სირიის მთავრობამ ინტერნეტის მასშტაბური დაბლოკვა განახორციელა. ამასთან, შეწყვეტილია სატელეფონო მომსახურებაც, რამაც სირიელთა უმეტესობა გარე სამყაროსგან მოწყვიტა.
ინტერნეტის გათიშვას ადასტურებს ორი ამერიკული კომპანია, რომელიც ინტერნეტის ქსელის აქტივობას აკონტროლებს. მათი განცხადებით, მთავრობის წინააღმდეგ მიმდინარე 20-თვიანი აჯანყების განმავლობაში მსგავსი რამ არ დაფიქსირებულა.
სირიის მთავრობა პერიოდულად სატელეფონო ხაზებსა და ინტერნეტ ქსელებს თიშავდა, განსაკუთრებით იმ რეგიონებში, სადაც დაძაბული ბრძოლები მიმდინარეობდა. თუმცა, მსგავსი მასშტაბების გათიშვას ადგილი არ ჰქონია.