ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

შეტაკება დამასკოსთან


სამოქალაქო ომის შედეგად 40 000 ადამიანი დაიღუპა

დამასკოს სამხრეთში გააფთრებული ბრძოლები მიმდინარეობს სირიის სამთავრობო ძალებსა და მეამბოხეებს შორის. დღეს სირიის პრეზიდენტთან ბაშარ ალ-ასადთან მოლაპარაკებაზე ირანის პარლამენტის სპიკერი ალი ლარიჯანი ჩავიდა.
სირიის ოპოზიციის აქტივისტების განცხადების თანახმად, ქვეყანაში მძვინვარე სამოქალაქო ომის შედეგად 40 000 ადამიანი დაიღუპა. სირიელი აქტივისტების მტკიცებით, 28 000 დაღუპული ოპოზიციის მხარდამჭერი სამოქალაქო პირები და მეომრები არიან, დაახლოებით 10 000 სირიის არმიის ჯარისკაცები, დანარჩენები კი დეზერტირები და ამოუცნობი პირები.
XS
SM
MD
LG